Saturday, November 21, 2009

წარმართობა საქართველოში


პროექტის სახელი:წარმართობა საქართველოში.
პროექტის მოკლე აღწერა:კერპთმსახურება საქართველოს სხვადასხავა კუთხეებსა და თემებში და მასთან დაკავშირებული ფოლკლორის ნიმუშები/მითები, ლეგენდები პროზისა და პოეზიის სახით/
პროექტის სრული აღწერაქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ თითქმის სრულიად მოსპო ქართული წარმართობის კვალი,ამიტომ ამ საკითხის შესასწავლად ბევრი მასალა არ მოგვეპოვება. რაც შეგვიძლია ვნახოთ,ესაა საის საისტორიო მწერლობაში სემორჩენილი ფრაგმენტული ცნობები და ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც თავისი მრავალფეროვნების გამო საფრთხილო გამოსასაყენებელია,რათა ქრისტიანობის გახალხურებით გამოწვეული ესა თუ ის მოვლენა წარმარტობის გადმონაშთად არ მოგვეჩვენოს.
ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ქართველთა წარმართული სარწმუნოება ძალზე დახვეწილი და დამუშავებული იყო. შემუშავებული ყოფილა საერთო საკრალური ტერმინოლოგია. კერპთმსახურება ერთ ენაზე სრულდებოდა ქართველთა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებსა და თემებში.
ქართველებს ჰყოლიათ საერთო /უზენაესი / ღმერთებიც, სატომო, სათემო და საგვარეულოც კი.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით-საქართველოში გავრცელებული იყო კერპთმსახურების სხვადასხვა სახე:


  1. ასტრალური კულტი / ციურ მნათობთა თაყვანისცემა, საგანგებო იერარქიული უფროს-უმცროსობით.

  2. კერპთთაყვანისცემა.

  3. ნადირთა და მონადირეთა კულტი.

  4. ხე -მცენარეულობის კულტი.

  5. ცეცხლთთაყვანისცემა/ზოროასტრიზმი/
ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემორჩენილი ხალხური რელიგიური წარმოდგენებისა და რიტუალების შესახებ მეცნიერებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს:


  • ერთი თვალსაზრისით ესა თუ ის ხალხური ღვთაება თუ მისი დღესასწაული წარმართობის გადმონაშთს წარმოადგენს.

  • სხვა თვალსაზრისით -წარმართული მოვლენების უმეტესობა ქრისტიანობის გახალხურების შედეგად უნდა იყოს გაჩენილი.
საქართველოში ასე მრავალრიცხოვანი წმინდა გიორგის სალოცავები წარმართული თეთრი გიორგიდან მოდის.
ამრიგად:
წარმართობის შესწავლა მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ ამჯერად სპეციალურად არ შევჩერდები მასზე, საკითხის სირთულის და დიდი მოცულობის გამო.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე .
მოსალოდნელი შედეგები:შესაძლოა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის უცნობი,ან მივიწყებული ფოლკლორის ნიმუშები.
სარგებელი სხვებისთვის:ეროვნულობის შეგრძნების გაღვივება და სიამაყე შენი ეროვნული მემკვიდრეობითა და ტრადიციებით.
.
სამუშაო ენა:ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ არიან.
საგნებთან ეროვნულ საასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,ხალოვნება.
პროექტის ფალსიფიკატორი:ხათუნა მაჭავარიანი.
ელ.ფოსტა: mawavariani@gmail.com

No comments:

Post a Comment